დაახლოებით, ერთი კვირის წინ ინტერნეტსივრცეში აქტუალური გახდა გეი/ლესბო ქორწინებების თემა საქართველოში. ფორუმებზე თემა თემაზე იხსნებოდა და ხალხიც თავის აზრს აფიქსირებდა..
იყო მოსაზრებები, რომ თუ ჩვენ ევროკავშირში გვინდა, რომ თუ ევროპას მიველტვით, ამისათვის საჭიროა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპაში იქცევიან..
თუმცა, როგორ იქცევიან ევროპაში, რა ფასეულობებითა და ღირებულებებით ცხოვრობენ, ამაზე წარმოდგენა ისევე არ აქვთ, როგორც იმ ცნობილ ”თვითმფრინავის ბიჭებს”, დემოკრატიისადმი ლტოლვას ადამიანების სიცოცხლე რომ გადააყოლეს..
საკითხავი ის არის, რასთან ასოცირდებოდა მათთთვის დემოკრატია.
ინტერნეტსივრცეში უცებ ატეხილ სკანდალის ერთ-ერთი გამომწვევი ინტერნეტტელევიზია presa.ge-ს ჟურნალისტის და მის მიერ გადაღებული სიუჟეტი გახლდათ, რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება არატრადიციულო ორიენტაციის ადამიანების ქორწინების დაკანონების შესახებ.
პრესა.გე-ს არც ”რუსთავი 2” ჩამორჩა, და ერთი კვირის განმავლობაში ხშირად ატრიალებდა პ.ს.-ს ანონსს, სადაც წარმოშობით ქართველი გეის მსოფლიო წარმატებაზე იყო საუბარი.
ორი დღის წინ კი, საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა გეი ქორწინებების თემას, სიუჟეტის ავტორი კი სახალხო დამცველის გაქილიკებასაც არ მოერიდა, როცა ამ უკანაკსნელმა ისე შეიცხადა ”ერ2”-ის მიერ მიწოდებული ნოუჰაუ, რომ ჟურნალისტმა დაასკვნა, რატომაც არ გვიშვებენ ნატოში.
პოსტკრიპტუმის დღევანდელ სიუჟეტში ბარამია ნათელ ფერებში გახლდათ დახატული, მის ფიზიკურ მონაცემებს კი ქართველი ბისექსუალი აფასებდა, რომელიც ფოტოების ნახვამ განუზომელი შურითა და მრისხანებით აღავსო, როგორც მისი ღირსეული ადგილის არაღირსეულად დამკავებელმა..
საინტერესოა, რა პროპაგანდა წამოიწყო ”რუსთავი 2”-მა, ეს რომ აშკარა პროპაგანდაა, ამაზე დავაც არ ღირს. პირადად მე, ძალიან მეცინება, როდესაც ახალი ქართველები გამოდიან და საუბრობენ ევროკავშირში ჩვენი არშესვლის მიზეზებზე, ერთ-ერთ მიზეზად სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ქორწინების არარსებობას ასახელებენ.
ასეთ დროს სულ მინდა იდიოტის გამომეტყველებით ვიკითხო: ევროკავშირის რომელ ქვეყანაშია დაკანონებული გეი ქორწინებები?
ძალიან ცოტაში. ჰოლანდია, დანია.. სკანდინავიის ქვეყნები ხომ არ შედიან ევროკავშირში..
ის, რასაც რუსთავი 2 აკეთებს, ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენი საზოგადოება რომ საზოგადოება იყოს და არა ჰომო-საპიენსთა ბრბო, აუცილებლად მწვავედ გააპროტესტებდა ამ წამოწყებას (მმკ ისედაც ატყდება..)...
ძალიან მაინტერესებს, რა არის ამ ტელევიზიის მიზანი, ვისი დაკვეთით გადაწყვიტა სექსუალური უმცირესობების მამიდობა და, ხომ არ არის ეს ყურადღების გადატანის საშუალება სხვა, გაცილებით მძიმე პრობლემებიდან?
სამწუხარო ისაა, რომ ისეთი იდეოლოგიური მანქანა, როგორიც ტელევიზიაა, ადამიანის ცნობიერებაზე პირდაპირ მოქმედებს. ერთხელ გააპროტესტებ მოწოდებულ მასალას, ორჯერ, მესამედ კი ნორმალურად აღიქვამ..
თან გავითვალისწინოთ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ...
უკაცრავად.. ბრბო..
ისე, ამ ბრბოს საკმაოდ აქვს უკვე ნაყლაპი. აბა გამოთქვი აზრი, რომ ეს საშინელებაა, სიბინძურე და ა. შ.. მაშინვე მეცხრამეტე საუკუნის ადამიანად მოინათლები, რომლის სულში ისევე ბნელა, როგორც 90-იანი წლების საქართველოში.
ეს ახალი ქართველები ქალიშვილობის ინსტიტუტზეც საკმაოდ ბევრს საუბრობენ, დასცინიან.. საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ მათი რჩეული ქალიშვილი არ აღმოჩნდა, სუფთა ზეწარსა და გარყვნილ ქალს მოტყუებული სიძე დილის შვიდ საათზე მიჰგვრის მძახლებს..
როგორც გინდათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს!.
შეგიძლიათ მიმიჩნიოთ მეცხრამეტე საუკუნის ადამიანად, ნამდვილ ქართველად, იმად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში და ა.შ. და ა.შ. თუმცა ფაქტი ერთია: გეი ქორწინებების დაკანონება რომ ევროინტეგრაციის საქმეს შველოდეს, დამიჯერეთ, თურქეთი ამას აქამდე ცხრაჯერ იზამდა..
1 comment:
.... მოკლედ თემა კარგი აგირჩევია პოზიციაც სწორი გაქვს. მეტსაც გეტყვი გეთანხმები რომ საუბარი უფრო სწორედ კითხვები გეი ქორწინებებზე გეი ოჯახებისთვის შვილის აყვანის უფლების მიცემაზე და ასეშემდეგ უახლოესი ასწლეულის საქმეც კი არა მგონია რომ იყოს საქართვეწლოში პროპაგანდას ვერ დავარქმევდი ამას უბრალოდ იდიალური მედია ნაგავია. და ქართველ ადამიანში ისედაც არსებულ ჰომოფობიას კიდევ უფრო ამძაფრებს. ჯობს მეტწილად შემწყნარებლობაზე და მსგავსი ადამიანებისადმი გაგებაზე კეთდებოდეს აქცენტი ვიდრე გაურკვეველ კონკურსში წარმატებებზე ვიღაც პროფესორების 400ლარიან განცხადებებზე საკუთარი ორიეტაციის შესახებ. მოკლედ მომეჩვენა რომ თუ ეს პოსტი შენ როგორც ჟურნალისტმა დაწერე და არა ბლოგერმა საკმაოდ მიკერძოებულია ზედმეტად ჩანს შენი პოზიცია გამოთქმა ბრბო შეიძლება აბსოლიტურად შეეფერება ქართულ საზოგადოებას მაგრამ ამ შემთხვევაში არაკორექტულია. ხო და რავი ესაა ჩემი კომენტარი.
Post a Comment