2010 წლის 13 მარტი.
20:00.პირველ აპრილამდე მთელი 19 დღე.
"ტელეიმედის" ეთერში გასული ნახევარსაათიანი საინფორმაციო გამოშვების გამო, საქართველო მომენტალურად მოიცვა პანიკამ.
სააკაშვილი მოკლეს, რუსის ჯარი დედაქალაქისაკენ მოემართება; დღეიდან საქართველო იმპერიის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება..
გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანა შოკში ჩავარდნილიყო; თუმცა, სულ ტყუილად. შემზარავი საინფრომაციო გამოშვება თურმე ექსპერიმენტს ემსახურებოდა.
ვერ ვიტყვით, რომ სიუჟეტი გაუფრთხილებლად გავიდა, "სპეციალური რეპორტაჟის" დასაწყისში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მაყურებელი შესაძლო მომავლის "ქრონიკას" იხილავდა, თუმცა იმიტაციაზე მინიშნება არ ყოფილა მაყურებელთა იმ ნაწილისათვის, რომელმაც შუა საინფორმაციოს დროს გადართო. ელემენტარულად, შეიძლებოდა მორბენალი სტრიქონი გაეშვათ, ამხელა პანიკა რომ არ ყოფილიყო.
დაახლოებით, ვხვდები, რა შეიძლებოდა სდომებოდათ იმედის ჟურნალისტებს. სურდათ, რომ მოსახლეობისათვის ეჩვენებინათ მოვლენების შესაძლო განვითარება, მაგრამ მათი ნამოქმედარი ყოველგვარ ეთიკას სცილდება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა პრიმიტიულ დონეზეა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკა. ნუთუ ვერ იფიქრეს, თუ რა შედეგების მოტანა შეეძო მათ გამოხტომას? სხვათაშორის, "იმედის" ნაადრევ საპირველაპრილო ხუმრობას ქალბატონი შეეწირა, სასწრაფო დახმარების გამოძახებებმა კი ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ვფიქრობ, რომ იდეაში, გადაცემა რუსეთუმე ოპოზიციოენერების ჩასაძირად იყო გამიზნული, თუმცა პირიქით გამოუვიდათ. ქალბატონმა ბურჯანაძემ გუშინვე დაასწრო ყველას: ის პირველი იყო, ვინც "იმედის" საქციელი გააპროტესტა. რაც ყველაზე მიუღებელი და მტკივნეულია ჩემთვის, ხალხი თავს უქნევდა..
სწორედ ამ აქციაზე იყო "ნტვ-ს" ჟურნალისტის ცემის ფაქტი, მანამდე კი ქალბატონი, რომელმაც მას შემდეგი სახის ინტერვიუ მისცა: "ნაროდ პროწივ სააკაშვილი"..
მადლობა "იმედს", იმისათვის, რომ გამოგვაფხიზლა, იმისათვის, რომ შემოგვილაწუნა, იმისათვის, რომ გაგვახსენა (პირადად მე, არც არაფერი დამვიწყებია), მერე რა, რომ მსხვერპლი იყო, მიღებული ეფექტისთვის მსხვერპლიც ხომ ხანდახან საჭიროა?!
თუმცა ის დაგვავიწყდა, რომ მსხვერპლი ომში გაცილებით დიდია, იმდენად დიდი, რომ მშვიდობიანობის დროს ვიღაცების გასართობად, ქულების დასაწერად, გათვლილის მაგივრად გაუთვლელი შედეგის მისაღებად, ამგვარი საქციელის ჩადენა, ეთიკურად რომ ვთქვათ ამორალურია.
თუმცა, ქართველი ჟურნალისტების 90%-ს ამდენი არ ესმის. არც არის საჭირო. ჩვენ ხომ 2008 წლის აგვისტოს ომი მოვიგეთ და რუსეთს კუდით ქვა ვასროლინეთ როგორც სამხედრო, ასევე ინფორმაციული თვალსაზრისითაც!
1 comment:
მართალია! პრიმიტივიზმი და ბრბოს დონეზე ვართ. ვაიმეე.. ახლა იმაზე მეშლება ნევრები, რომ გამოდიან და იმედიზ ხარჯზე ქულებს იწერენ. რა მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს და როგორი დაუკვირვებელი თვალი.. და რავარი სასტიკი ეროვნული ჩმორიზმია ქვეყანაში.
Post a Comment